23:08 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 14:16:59, 856 ნახვა

სამართალი
საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეკრება მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეკრება იმართება.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე დრო მიმდინარე მოვლენების განსჯასა და ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს დაეთმობა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე არ იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, ეს იქნება მსჯელობისა და განხილვის გარემო.

„დღეს საპატრიარქოში მღვდელმთავრები შეიკრიბებიან, ეს არ არის უჩვეულო შეკრება და არ არის პირველი პრეცედენტი. პერიოდულად ასეთი შეხვედრები იმართებოდა, თუმცა დღეს უფრო გაფართოებული იქნება ეს შეხვედრა. დაეთმობა დრო მიმდინარე მოვლენების განსჯას, მღვდელმთავრები იმსჯელებენ, მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. დღეს შედეგებს და გადაწყვეტილებებს არ უნდა ველოდოთ, ეს იქნება განხილვის და მსჯელობის გარემო“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics