06:46 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 14:55:49, 1905 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებსაც შეეძლებათ

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ჩართვას ქრონიკული დაავადების მქონე პირებიც შეძლებენ.

როგორც მან იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, შეიქმნება მაღალი რისკის ადამიანების სია, ვინც ვაქცინაციის მიზნით რეგისტრაციას შეძლებენ.

„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ გამომდინარე საკმაოდ დიდი მოთხოვნიდან ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, ეს არის ქრონიკული დაავადების მქონე პირების მეტად უფრო ინტენსიური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. ამისათვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენს პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად ჩართული არის ვაქცინაციის პროცესში, დამატებით იმუშავებს შემდეგი კვირის მანძილზე. ჩვენ შევადგენთ სიებს არსებული ბაზებიდან, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში გაგვაჩნია მრავალი წლის გამოცდილებიდან. ეს სიები განთავსდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პორტალზე, რითაც პროგრამა შეძლებს იდენტიფიცირებას ყველა იმ ადამიანის, ვისაც აქვს მაღალი რისკი და შესაბამისად, ეს ადამიანები შეძლებენ დარეგისტრირებას“, -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics