01:33 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 10:22:58, 1279 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსს რეკორდულად ბევრი, 4 195 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 4 195 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში, საერთო ჯამში, კორონავირუსს 337 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში გადატვირთულია საავადმყოფოები, მკურნალობის რიგში მდგარი ადამიანები იღუპებიან და ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა.

მიუხედავად ამისა, ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ეკონომიკური ზარალი უარესი იქნება, ვიდრე ვირუსისგან მიყენებულ ზიანი.

ბოლსონარომ მხარდამჭერებთან ერთად გააკრიტიკა დაწესებული შეზღუდვები და აღნიშნა, რომ ისინი სიმსუქნესა და დეპრესიასთანაა დაკავშირებული.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 13 106 058 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გამოჯანმრთებულთა რიცხვი 11 558 784-ს შეადგენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics