07:47 - 16 Jul, 2026
|
2021-04-05 14:56:21, 771 ნახვა
საზოგადოება
ზაზა გახელაძე ჩორჩანას საგუშაგოს ან ოქონის ხატის გადაცემის სანაცვლოდ გათავისუფლების წინააღმდეგია
ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე ჩორჩანას საგუშაგოს ან ოქონის ხატის გადაცემის სანაცვლოდ გათავისუფლების წინააღმდეგია. „გაიგო, ესეც ტელევიზიიდან, რომ ითხოვენ ჩორჩანას, ითხოვენ ხატს, მაგრამ ზაზას პოზიცია არის, რომ მე არცერთში არ უნდა გამცვალონ. იმიტომ, რომ ეს არის ხატი, სიწმინდე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს და უნდა იყოს იქ, სადაც არის და მეორე არის ჩორჩანა, ტერიტორია, რასაც წლებია ითხოვენ ამ ბლოკპოსტის აღებას“, - განუცხადა „მთავარ არხს“ ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტები ზაზა გახელაძის გაცვლას ჩორჩანას საგუშაგოს, ან მე-10 საუკუნით დათარიღებული ოქონის ხატის გადაცემას ითხოვენ. აღნიშნული სიწმინდე ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)