2021-04-05 11:19:01, 2083 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩინეთის ელჩის განცხადებით, „სინოფარმის“ ვაქცინას „ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს“
საქართველოში ჩინეთის ელჩის ლი იენის განცხადებით, „სინოფარმის“ ვაქცინას „ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა აქვს“.
როგორც ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფნგზე განაცხადა, აღნიშნული ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ძალიან ბევრი ქვეყნის მიერაა აღიარებული.
„ეს ვაქცინა დამზადებულია ტრადიციული, სანდო მეთოდით, ამიტომ მას აქვს ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა. დაახლოებით 100 მილიონზე მეტი დოზაა უკვე გამოყენებული ამ ვაქცინის, მაგრამ რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენები არ მოჰყოლია ამ ვაქცინას. ამიტომ, ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის მიერ არის აღიარებული“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა საქართველოში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან