2021-04-05 10:47:06, 3507 ნახვა
ომი უკრაინაში
ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული, 103 558 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული, 103 558 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსს კიდევ 478 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თებერვლის დასაწყისში ინფიცირების მრავალთვიანი დაბალი მაჩვენებლის გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა. ამის შემდეგ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეწყვიტა ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. ინდოეთში დღეს ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი 12-ჯერ გაიზარდა.
ბოლო მონაცმებით, ქვეყანაში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 12.59 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა - 165 101-ს შეადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,