08:49 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-02 13:28:33, 657 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექტორებისთვის ტრენინგი ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ქვემო ქართლის მხარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებისთვის ტრენინგი  ჩატარდა. 

სწავლება, რომელიც ქ.რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022) ფარგლებში ჩატარდა, მოიცავდა როგორც ატმოსფერული ჰაერის დაცვის ახალი რეგულაციების, რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის, პრობლემური დამბინძურებლების იდენტიფიცირების, ინსპექტირების  პროცედურების და კანონაღსრულების, ასევე, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების საკითხებს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესებისთვის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე და ცენტრის მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებისთვის ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა ჩაატარეს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics