|
2021-04-01 12:16:11, 523 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დანაშაულის შესახებ შეტყობინებათა 34% დაუყოვნებლივ არ მიეწოდა
სახელმწიფო ინსპექტორმა საქართველოს პარლამენტს სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. როგორც უწყების მიერ წარდგენილ ანგარიშშია აღნიშნული, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დანაშაულის შესახებ შეტყობინებათა 34% დაუყოვნებლივ არ მიეწოდა. „ეფექტიანი გამოძიების ჩასატარებლად - გამოძიების დროულად დაწყების, საგამოძიებო მოქმედებების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარებისა და მტკიცებულებათა განადგურების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად - უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუყოვნებლივ მოეწოდოს ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის შესახებ. 2020 წელს დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ პოტენციური დაზარალებულებისა და რიგ შემთხვევებში სახელმწიფო უწყებების მიერ, შესაძლო დანაშაულების შესახებ შეტყობინებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუყოვნებლივ არ მოეწოდება. ეს აფერხებს გამოძიების დროულად დაწყებას, საგამოძიებო მოქმედებების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარებას და ვერ უზრუნველყოფს მტკიცებულებათა განადგურების თავიდან აცილებას. დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებათა 66% სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოვიდა სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან სამი დღის ვადაში, 33% - ერთ კვირის ვადაში ან უფრო გვიან, ხოლო 1%-ის შემთხვევაში უცნობია ქმედების ჩადენის ზუსტი თარიღი. შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაცია ყველა უწყებას უნდა ავალდებულებდეს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია სამსახურს, ასევე, აცნობონ მის ქვემდებარე დანაშაულზე გამოძიების დაწყების ან/და მიმდინარეობის შესახებ. საპატიმრო დაწესებულებებში მყოფი პირებისთვის სამსახურზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოიხსნას კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის განკუთვნილ კორესპონდენციასა და სატელეფონო ზარებზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)