2021-03-31 13:50:47, 1961 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველო „ფაიზერისგან“ ერთ მილიონ დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს
საქართველო „ფაიზერისგან“ ერთ მილიონ დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება კომპანიისგან დასტურს, თუ რა ფორმით მოხდება ვაქცინის მოწოდება ქვეყანაში.
„გვაქვს აქტიური კომუნიკაცია „ფაიზერთან“ და სხვა მწარმოებლებთან, „ფაიზერთან“ მიმართებით, საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა ერთ მილიონ დოზაზე, თუმცა, ამ ეტაპზე, მათგან ველოდებით დასტურს როგორ, რა ფორმით მოგვაწვდიან და რა განრიგი იქნება შემოთავაზებული ამ მილიონი დოზის მოწოდებაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან