2021-03-31 13:26:09, 1958 ნახვა
ომი უკრაინაში
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დოზებით, რომელთა დაკარგვის რისკიც არსებობს, პოლიციელები და ჯარისკაცები აიცრებიან
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის დოზებით, რომელთა დაკარგვის რისკიც არსებობს, პოლიციელები და ჯარისკაცები აიცრებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოლიციელები და ჯარისკაცები ვაქცინაციის პროცესში 5 აპრილიდან ჩაერთვებიან.
„იმისთვის, რომ დანაკარგი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდეს პოლიციის და ჯარის ჩართულობა პროცესში და სათადარიგო სიების შექმნა. ეს არის ის საკითხი, რომლებზეც საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება. 5 აპრილიდან ამ ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა მოხდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან