|
2021-03-25 11:30:44, 540 ნახვა
საზოგადოება
„ფაიზერის“ ვაქცინა ექვს კლინიკაში გადანაწილდება, 29 500 დოზით 14 ათასი პირი აიცრება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის 29 500 დოზა 14 ათას პირზე გადანაწილდება. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განმარტა, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და ვაქცინის დოზების გაყოფა არ მოხდება. მანვე დასძინა, რომ Pfizer-ის ვაქცინა გადანაწილებული იქნება 3 დიდი ქალაქის, კერძოდ, ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის, 6 კლინიკაში. „როგორც იქნა, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. დოზა შემოვიდა უცვლელი, ის რაოდენობა, რომელსაც ველოდით, 29 500 ცალი. ეს დოზები იქნება გამოყენებული 14 000 პირისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაციის პერიოდით განსაზღვრულია 3-4 კვირის შემდეგ მეორე დოზის გაკეთება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დოზების გაყოფა მოხდება და არ მოხდება, როგორც „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, მეორე ნაკადზე დალოდება და შესაბამისად, ჩვენ მოქალაქეებს რისკი არ შეექმნებათ. ეს ვაქცინა გადანაწილებული იქნება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში, ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი ქუთაისში და 4 თბილისში, თბილისის კლინიკებია: ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფო და ქუთაისში ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)