|
2021-03-22 15:04:11, 919 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობისა და ინციდენტობის მაჩვენებლები გაიზარდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის დადებითობისა და ინციდენტობის მაჩვენებლები გაიზარდა. მისი თქმით, აღნიშნული ზრდა სერიოზული არ არის, თუმცა სიფრთხილე აუცილებელია. „ბოლო დღეების განმავლობაში უკვე გაჩნდა რისკი იმისა, რომ ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი 100 ათას მოსახლეზე ოდნავ იმატებს. ეს არ არის ნახტომისებური მატება და არის ნელი. ასევე, იმატებს დადებითობის მაჩვენებელი და ამავე დროს გაიზარდა ე.წ. გადამდებლობის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. მოგეხსენებათ, რომ მარტში საკმაოდ შემსუბუქდა მთელი რიგი რეგულაციები. რა თქმა უნდა, ეს არის შედეგი ამ შემსუბუქების, მაგრამ არ არის სერიოზული ნახტომისებური ზრდა. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებზეც ხშირად ვსაუბრობთ. ეს გახლავთ: პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა, არა დიდი თავშეყრები და ამას დაემატა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვაქცინაცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)