13:35 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-20 19:02:42, 616 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის ადმინისტაციასთან „კომენდატის საათის“ გაუქმების მოთხოვნით ხვალ აქცია გაიმართება

ე.წ. კომენდატის საათის გაუქმების მოთხოვნით ხვალ, 14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

მათივე ცნობით, აქციაზე შედგება საკონსტიტუციო სარჩელზე საჯარო ხელმოწერა.

„შეხვედრა შეეხება კოლექტიურ სარჩელს „ქართველი ხალხი მთავრობის წინააღმდეგ“, რომელსაც თავისუფლების ინსტიტუტი მოსარჩელეთა სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში წარმართავს.

მოსარჩელეები ითხოვენ იზოლაციის ან/და კარანტინის წესების, კომენდანტის საათის და შესაბამისი ნორმებით დადგენილი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურად ცნობას.

თავისუფლების ინსტიტუტი კოლექტიურ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში ორშაბათს შეიტანს“, - წერენ ორგანიზატორები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics