2021-03-20 15:59:04, 1712 ნახვა
ომი უკრაინაში
NCDC - ანაფილაქსია ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი მოვლენაა და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ანაფილაქსია არის ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას.
„ანაფილაქსია დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციაა. ანაფილაქსიის პირველი სიმპტომებია მკვეთრი ადგილობრივი რეაქცია, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, გამოხატული სიფერმკრთალე, არტერიული წნევის ვარდნა. ანაფილაქსიური შოკი შესაძლოა ფატალურადაც დასრულდეს. ანაფილაქსია არის ნებისმიერი ვაქცინის შესაძლო, მაგრამ იშვიათი გვერდითი მოვლენა და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას“, - აღნიშნულია NCDC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან