14:36 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 10:47:53, 641 ნახვა

რეგიონი
ხაშურში იუსტიციის სახლი შენდება

კიდევ ერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს იუსტიციის სამინისტრო ხაშურში ახორციელებს. იუსტიციის სახლის მშენებლობა აქ 2021 წელს დაიწყო. დღეს კი მიმდინარე სამუშაოები იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ მოინახულა.

სერვისების მიმწოდებელი ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურის ჩასანაცვლებლად იუსტიციის სამინისტრო 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს. დღეისათვის, საქართველოში მხოლოდ 13 რაიონული ცენტრია, სადაც სერვისები კვლავ ძველ შენობებში გაიცემა. ახალი იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ყველა ასეთ ქალაქსა თუ სოფელშია დაგეგმილი. მათგან 6 მშენებლობა მიმდინარეა, დანარჩენ 7 რაიონში კი, ან უკვე მზადაა სამშენებლო პროექტები და შერჩეულია მიწის ნაკვეთები, ან ამისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 იუსტიციის სახლი და 85 ცენტრი ფუნქციონირებს.

ხაშურის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება და ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.

ხაშურის ფილიალი მესამე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში, კერძოდ, გორსა და ქარელში, უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები, კასპში კი რამდენიმე თვეში საზოგადოებრივი ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას.

ხაშურის იუსტიციის სახლის მშენებლობა 2022 წლის აპრილში დასრულდება. იუსტიციი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე, გარდაბანში, წყალტუბოსა და სამტრედიაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics