|
2021-03-18 10:26:06, 378 ნახვა
საზოგადოება
„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევა გააცნო და პროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძედა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ესწრებოდნენ. „იმერეთის აგროზონის” პროექტის განხორციელებით, ჩვენ შევქმნით ქვეყანაში უნიკალურ მოდელს, სადაც თანამედროვე სტანდარტის პროდუქცია წარმოებული იქნება ერთიანი კლასტერის ფარგლებში“, -განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. იმერეთის მხარის რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პროექტის განხორციელება შესაძლებლობას მისცემს მეწარმეებსა და ფერმერებს გაიზიარონ ევროპული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც წარმოების პროცესში გამოიყენებენ. შპს „იმერეთის აგროზონა“ (IAZ) ინტერესთა გამოხატვით (EOI) დაინტერესებული პირების წინადადებებს 2021 წლის პირველი მარტიდან 30 აპრილამდე მიიღებს. 220 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობის კლასტერი საერთაშორისო და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს ინვესტირების განხორციელების შესაძლებლობას სთავაზობს მაღალი, საშუალო და დაბალ ტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვა დამხმარე საქმიანობების მიმართულებებით. იმერეთის აგროზონის სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის განხორციელებისთვის, 220 ჰა მიწის ფართობი საქართველოს მთავრობამ წყალტუბო სადა ბაღდათის მუნიციპალიტეტებში გამოყო. სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ, 2020 წლის თებერვალში დაიწყო.„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის კონსულტანტია საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე შერჩეული ქართულ-ნიდერლანდური საკონსულტაციო კონსორციუმი „GeoHolding”& KSH Consortium.
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)