11:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 22:57:47, 519 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე - ვერ დაამტკიცეს არჩევნების გაყალბება და იქით ვეხვეწებით პარტიებს პარლამენტში შემოსვლას, რომლებსაც კრიმინალური წარსული აქვთ

„ვერ დაამტკიცეს არჩევნების გაყალბება და იქით ვეხვეწებით პარტიებს პარლამენტში შემოსვლას, რომლებსაც კრიმინალური წარსული აქვთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი შეთანხმების მიღწევაა, რითაც მრავალპარტიული პარლამენტი მიიღება.

„არის არაერთი პუნქტი იმ მონახაზში, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და, ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც იღებს ამ შეთანხმებაში ოპოზიცია, არის მათი შემოსვლა პარლამენტში.

ანუ ვერ დაამტკიცეს არჩევნების გაყალბება და იქით ვეხვეწებით პრაქტიკულად პარლამენტში შემოსვლას, თან როგორ პარტიებს, რომელებიც გამოირჩევიან საკუთარი დანაშაულებრივი წარსულით, ესენი არიან ერთი პარტიის სხვადასხვა განშტოება, რომელთაც აქვთ დანაშაულებრივი წარსული და აქედანაც გამომდინარეობს მათი ეს პოზიციები.

სწორედ ამიტომ ამტკიცებენ სიყალბეს, მაგალითად არჩევნები თითქოს გაყალბდა, პოლიტპატიმრები თითქოს არსებობენ, ამით მათ შორის სურთ ბუნებრივია, გადაფარონ საკუთარი დანაშაულებრივი წარსული.

თუმცა ჩვენი ამოცანაა არის ის, რომ თუნდაც ასეთ პოლიტიკურ პარტიებთან მივაღწიოთ შეთანხმებას იმისათვის, რომ შედგეს საბოლოო ჯამში მრავალპარტიული პარლამენტი, რაც იქნება 8 მარტის შეთანხმების შედეგი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics