17:09 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-14 21:07:24, 492 ნახვა

საზოგადოება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, „ნამახვანჰესის“ აქცია განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ

„მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, „ნამახვანჰესის“ აქცია განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ“, - ამის შესახებ ჟურნალისტური ერთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციაზე ქსენოფობიის შემცველი განცხადებები გაჟღერდა.

„2021 წლის 14 მარტს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, „ნამახვანის ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია იმართება, სადაც აქციის მონაწილეების მხრიდან ქსენოფობიის შემცველი განცხადებები ისმის.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, რომ მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არ გაამძაფროს დისკრიმინაცია, მედიასაშუალებებმა არ უნდა შეუწყონ ხელი არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის ენის წახალისებას. ქარტია აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მართინ პირდაპირი ეთერი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ აქციიდან მიღებული ინფორმაცია, რათა არ წაახალისონ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics