|
2021-03-13 23:35:29, 665 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მზად ვართ, „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით გაგრძელდეს შეხვედრები უახლოეს დღეებში
„მიუხედავად იმისა, რაც გუშინ მოხდა და რაც ორივე მხარისთვის იყო არასასიამოვნო, მოდით, მივუტევოთ ერთმანეთს, რადგან, აცდენა მოხდა მოლოდინების და მზად ვართ, გავაგრძელოთ შეხვედრები, განხილვა და მსჯელობა კონკრეტული შემოთავაზებების ირგვლივ" - ამის შესახებ ნათია თურნავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, სადაც „ნამახვანი ჰესთან" დაკავშირებით ქუთაისში გამართული სამუშაო შეხვედრის ჩაშლის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მინისტრის განმარტებით, ქუთაისის შეხვედრა დაგეგმილი იყო საქმიან ფორმატში, სადაც კონკრეტული სპეციალისტების, კომპეტენტური ადამიანების მონაწილეობით უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების დეტალების, მათ შორის მიწის გადაცემისა თუ ინფრასტრუქტურული საკითხების განხილვა და შესაბამისად, მასში მინისტრების უშუალო მონაწილეობა აუცილებელი არ იყო. „ჩვენ ველოდით, რომ საქმიანი დისკუსია იქნებოდა სპეციალისტების მონაწილეობით, მათი მოლოდინი კი იყო ალბათ უფრო პოლიტიკური დისკუსიის გამართვა, რადგან მე პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ, თუმცა, არც ეგ არის პრობლემა და მზად ვართ, გავაგრძელოთ შემდგომ დღეებში შეხვედრები" - აღნიშნა მინისტრმა. ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ლევან დავითაშვილთან ერთად ქუთაისში შეხვედრაზე ჩავიდა არა მხოლოდ მზაობით მსჯელობისთვის, არამედ კონკრეტული, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით, რომლებიც შეეხება კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობის დროებით შეჩერებას, ვიდრე არ მოხდება კვლევების გადამოწმება, ასევე რამდენიმემილიონიანი ფონდის შექმნა ხეობის მოსახლეობისთვის, ქართველი დირექტორის დანიშვნა და საზედამხედველო საბჭოს შექმნა მოსახლეობის ჩართულობით. „გვესმის, რომ მტკივნეული პროცესია, რადგან ყველა ქვეყანაში ასეთ დიდ პროექტს ახლავს ხოლმე თავისი წინააღმდეგობები, ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც ქუთაისში მოხდა, ამან ორივე მხარეზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა, ვთვლით, რომ აცდენა იყო მოლოდინებში, ამოცანებში და მზად ვართ შემდგომი შეხვედრების გასაგრძელებლად" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)