|
2021-03-09 11:26:16, 494 ნახვა
საზოგადოება
2021 წელს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში თავისუფლების ხარისხი 100 ქულიდან 10-ით, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში 40 ქულით შეფასდა
„ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემებით, 2021 წელს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში თავისუფლების ხარისხი მაქსიმალური 100 ქულიდან 10-ით შეფასდა, - ამის შესახებ ინფორმაციას DRI ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთს ამავე რეიტინგით 40 ქულა აქვს, საქართველოს კი - 60. „წლებია, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს საერთაშორისო ორგანიზაციები უკიდურესად უარყოფითად აფასებენ. „ფრიდომ ჰაუსის“ 2021 წლის ანგარიშში, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე თავისუფლების ხარისხი მაქსიმალური 100 ქულიდან 10 ქულითაა შეფასებული. შედარებისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთს ამავე რეიტინგით 40 ქულა აქვს, საქართველოს კი - 60 (საქართველოს ქულა არ ასახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას). ბოლო პერიოდამდე, ადამიანის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევების შესახებ ინფორმაცია საზოგადოების ფართო წრეებამდე ნაკლებად აღწევდა, რაც გასაკვირი არაა - იგივე ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივ მედიას თითქმის მთლიანად აკონტროლებს დე ფაქტო ხელისუფლება. ოკუპირებული ტერიტორიები ხელმიუწვდომელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიებისთვისაც. თუმცა, არსებობს გამონაკლისები. გასული წლის აგვისტოში, რამდენიმედღიანი დაკითხვის შემდეგ ცხინვალის საგამოძიებო იზოლატორში 30 წლის ინალ ჯაბიევი „გაურკვეველ ვითარებაში“ გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ნარკოდამოკიდებული იყო და გარდაცვალება გულის უკმარისობამ გამოიწვია. ოფიციალური ვერსია დამაჯერებელი არ აღმოჩნდა ინალ ჯაბიევის ოჯახისა და ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. მათი აზრით, ახალგაზრდა კაცი იზოლატორში არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი გახდა“, - აღნიშნულია DRI-ის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)