20:30 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-07 14:41:10, 591 ნახვა

საზოგადოება
7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა

7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა

ჟიული შარტავა დღეს 77 წლის გახდებოდა, ის 1944 წლის 7 მარტს სენაკში დაიბადა.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ჟილი შარტავა იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე. 1993 წლის 27 სექტემბერს ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რა დროსაც ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა  ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო

სამეგრელო-ზემო სვანეთს სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ,  სენაკის მერთან ლევან კუპრეიშვილთან ერთად საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო.

„ჟიული შარტავა არის ჩვენი დროის გმირი, მან თავისი სამაგალითო საქციელით,  აჩვენა ყველას თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის და როგორ უნდა გიყვარდეს საქართველო. ჟიული შარტავას გმირობა მისაბაძია დღეს და ასე იქნება საუკუნეების შემდეგაც, მის გმირობაზე  თაობები აღიზრდებიან, მადლობა მას ამ თავდადებისთვის" - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics