|
2021-03-06 13:09:17, 667 ნახვა
საზოგადოება
დევნილებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა გადაეცათ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 27 დევნილს ხელის ტრაქტორი გადასცა. ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვლი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი და ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა დუგლაძე დაესწრნენ. დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. დევნილებმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და თვითდასაქმებისთვის საჭირო ტექნიკა, ხელსაწყოები და დანადგარები თავადვე შეარჩიეს. საკუთარი საქმიანობის წამოწყების მიზნით, საგრანტო პროგრამაში 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილები მონაწილეობდნენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დევნილთა სააგენტომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში, ჯამში, 400-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი დააფინანსა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)