10:29 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 14:42:30, 690 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მზად ვართ, კვირაში რამდენჯერმე გავმართოთ შეხვედრები მოსახლეობასთან

„საქართველოს პრემიერ მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ გავაძლიეროთ კომუნიკაცია ზოგადად ჰესებთან და კერძოდ, „ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით, რომელიც, არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი, თუმცა, როგორც ჩანს,  ჯერ კიდევ არის ჩვენს მოსახლეობაში კითხვები  ამ პროექტის უსაფრთხოებასთან, მნიშვნელობასთან თუ სარგებელთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო მზადაა  ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად კვირაში რამდენჯერმე გამართოს შეხვედრა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან, ასევე ექსპერტებთან, სხვადასხვა პლატფორმაზე.

მინისტრის თქმით, რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს  უფრო  მეტი საუბარი უნდა  შედგეს  იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცება, რამდენად დიდია ამ საქმეში მსხვილი ჰესების როლი  და რა სარგებლობა მოაქვს, მათ შორის, „ნამახვანი ჰესს", რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტის დიდი ნაწილის ჩანაცვლებას უზრუნველყოფს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics