22:40 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-03 13:56:57, 525 ნახვა

საზოგადოება
ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული  სამუშაოების ფარგლებში, გზის მოწესრიგება ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე დაიწყო. აღნიშნულ მისამართზე გზის საფარი არ არსებობდა. ასევე, მოსაწესრიგებელი იყო წყლის ქსელი, რომელიც ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოწესრიგდა. ამჟამად კი, გამგეობის მიერ სანიაღვრე ქსელი ეწყობა. სამუშაოების შედეგად, ორივე ქუჩაზე  დაახლოებით,  13 734 კვადრატულ მეტრ ფართობზე  ასფალტის საფარი დაიგება. პროექტისთვის ჯამში, 974 116  ლარი დაიხარჯება.

სამუშაოების შედეგად, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ასფალტის საფარი, ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები, ლითონის ზღუდარები, გრუნტის შემაკავებელი დამჭერი გაბიონები. ასევე, განთავსდება სახანძრო ჰიდრანტები.

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან  ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics