|
2015-10-07 13:51:20, 669 ნახვა
სამართალი
აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, პოლიციიის ყოფილი თანამშრომლის მიმართ მუქარის შემცველი ზარები ხორციელდება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის აკაკი მინაშვილის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციიის ყოფილი თანამშრომლის მიმართ მუქარის შემცველი ზარები ხორციელდება, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. მინაშვილმა დღეს პრესკონფერენცია პატრულის ყოფილ თანამშრომელთან, ზურაბ სოსელიასთან ერთად გამართა. „ზურაბ სოსელია, რომელიც წლების განმავლობაში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო, 2012 წლის ნოემბერში ის გაათავისუფლეს, რადგან მან სრულიად კანონიერად გააჩერა და დააჯარიმა მაშინდელი „ქართული ოცნების“ ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ედიშერ თოლორაია, რომელიც დღეს ზუგდიდის გამგებელია. ამას შემდეგ ის აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მუდმივად და ინტენსიურად ამხელს ადგილობრივ ხელისუფლებას სამეგრელოში, მათ შორის გუბერნატორსა და სუს-ის თანამშრომლებს. ამის გამო, რამდენიმე დღის წინ, ზურაბ სოსელიას დედას დაურეკეს და დაემუქრნენ, რომ თუკი ის თავის აქტიურობას არ შეწყვეტდა, სერიოზული ზიანი მიადგებოდა. მსგავსი შინაარსის ზარი ორჯერ განხორციელდა. ორივე ნომერი ცნობილია. აღნიშნულის შესახებ სოსელიამ სამართალდამცავებს შეატყობინა, თუმცა საქმის გამოძიება არ დაწყებულა და არც რაიმე სახის რეაგირება მოუხდენიათ. ჩვენ ვიცით ბევრი დანაშაულის შესახებ, რომელსაც გუბერნატორი შონია და სუს-ის უფროსი ნაჭყებია სჩადიან. შეგახსენებთ, რომ ნაჭყებია თავის დროზე კონტრაბანდისთვის მსჯავრდებული იყო. ის რომ ამ და მსგავს საქმეებზე არანაირი გამოძიება არ ხორციელდება, კიდევ ერთხელ აძლიერებს იმ ეჭვებს, რომ ეს ყველაფერი ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი სამსახურების მიერაა მართული. ვაფრთხილებ ხელისუფლებას, რომ ეს და მსგავსი ფაქტები სასწრაფოდ გამოძიოს, რადგან ის ძალადობა რასაც ის აქტიური მოქალაქეების მიმართ იყენებს, მათ დასასრულს დააჩქარებს“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა. როგორც ზურაბ სოსელიამ აღნიშნა, მსგავსი სახის მუქარებით მას ვერ გააჩერებენ და უკანონონობის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)