|
2021-02-21 11:20:44, 533 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი - 1921 წლის კონსტიტუცია დასტურია, რომ ადამიანის უფლებები საქართველოსთვის თავს მოხვეული, უცხო და „გარე სტანდარტი“ არაა
„1921 წლის კონსტიტუცია დასტურია, რომ ადამიანის უფლებები საქართველოსთვის თავს მოხვეული, უცხო და „გარე სტანდარტი“ არაა“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის გამო, 1921 წლის კონსტიტუციამ ფაქტობრივად ვერ იმოქმედა, თუმცა მისი მნიშნელობა ძალიან დიდია. „100 წლის წინ ამ დღეს მიღებულ იქნა საქართველოს ისტორიაში პირველი კონსტიტუცია. დღეს მოქმედი 1995 წლის კონსტიტუცია პრეამბულაშივე, პირდაპირ მიუთითებს 1921 წლის კონსტიტუციაზე და მის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეში მიუთითა ძირითადი უფლების შინაარსის განმარტებისას 1921 წლის კონსტიტუციაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის გამო, 1921 წლის კონსტიტუციამ ფაქტობრივად ვერ იმოქმედა, მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს ისტორიაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 1921 წლის კონსტიტუციის ავტორებმა მოახერხეს და შექმნეს ისეთი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც თავისი ინდივიდუალურობითა და თანამიმდევრულობით გამოირჩეოდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის კონსტიტუციებს შორის. დამოუკიდებელი საქართველოს კანონმდებლის ეს დოკუმენტი, თამამად შეიძლება განვიხილოთ მე-20 საუკუნის დასაწყისის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მოწინავე, პროგრესულ და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ უზენაეს საკანონმდებლო აქტად. 1921 წლის კონსტიტუციაში ასახულია იმ პერიოდის დასავლეთ ევროპაში ახლად ჩამოყალიბებული, თუ ჯერ კიდევ თეორიაში არსებული, ყველაზე უფრო პროგრესული სამართლებრივ-პოლიტიკური მოსაზრებები და მიმდინარეობები: მასში გათვალისწინებული საპარლამენტო სისტემა, სიკვდილის დასჯის კონსტიტუციური აკრძალვა, სიტყვის თავისუფლება, საყოველთაო საარჩევნო უფლება (მათ შორის, იმ პერიოდისათვის იშვიათი, ქალისა და მამაკაცის საარჩევნო თანასწორობა), ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის კონსტიტუციური დაკანონება, ე.წ. ჰებეას კორპუსი და მრავალი სხვა, რომლებიც თავისი პროგრესულობით გამოირჩეოდა არა მხოლოდ იმდროინდელ, არამედ თანამედროვე ევროპულ კონსტიტუციებს შორის. 1921 წლის კონსტიტუცია არის დასტური იმისა, რომ ადამიანის უფლებები საქართველოსთვის თავს მოხვეული, უცხო და „გარე სტანდარტი“ არ არის. ის არის საქართველოს მოქალაქეთა გაცხადებული არჩევანი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა კონსტიტუციად აქციეს 1 საუკუნის წინ. ყველა ჩვენგანის ვალია ადამიანის უფლებების ჯეროვანი დაცვა ყოველდღიურ რეალობად ვაქციოთ და ამით ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა განვამტკიცოთ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)