08:50 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 18:35:15, 603 ნახვა

საზოგადოება
ლიბანის ქუჩა N1 კორპუსთან შიდა ეზოს მოწყობა სრულდება

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჟამად, შიდა ეზოს მოწესრიგება ლიბანის ქუჩა N1 კორპუსის მიმდებარედ სრულდება. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და დაახლოებით, 2 100  კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის დაგება სრულდება.

პროექტისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, 75 000 ლარამდე არის გათვალისწინებული.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

აღნიშნულ მისამართზე გასულ წელს, გლდანის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კორპუსის წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია განახორციელა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics