12:23 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 15:56:29, 545 ნახვა

საზოგადოება
ქობულეთში გარდაცვლილი მოზარდის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ნათესავებმა სასტიკად სცემეს

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის მოზარდის დედის განცხადებით, მისი შვილი გაუპატიურების შემდეგ მამამთილის ძმისშვილებმა სასტიკად სცემეს.

როგორც მერი რომანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შვილზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც 14 წლის მოზარდმა ამბის პოლიციისთვის შეტყობინება გადაწყვიტა.

„როდესაც ჩემი შვილი გააუპატიურეს, იმ დღეს, სანამ მილიციაში წამოიყვანდნენ, ჩემი შვილი უმოწყალოდ სცემეს ამირან ცეცხლაძემ და ტარიელ ცეცხლაძემ. ესენი ჩემი მამამთილის ძმისშვილები არიან. ეს ყველაფერი მე ბავშვმა მომიყვა. ძლივს გამოართვეს, ბავშვი შემოგაკვდებაო და ციხეში დაჯდებიო, ასე უთქვამთ. მამამთილს ხელი რომ არ დაურტყამს, ეს ვიცი, მაგრამ ზოგადად, ის როდესაც სვამდა, ნერვული იყო ხოლმე. ჩემმა მამამთილმა გადაწყვიტა რომ ჩვენ ამ ბავშვმა შეგვარცხვინა და დედამისთან წავიდესო. ამ სოფელში ვერ იცხოვრებსო“, - განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
ირანმა კვლავ შეუტია ქუვეითსა და საუდის არაბეთს
უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროგრესი დაბლოკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics