|
2021-02-12 12:02:57, 463 ნახვა
საზოგადოება
გადაუდებელი დახმარების ცენტრს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 300 კომპიუტერი გადასცა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 300 კომპიუტერი გადასცა. კომპიუტერებით სრულად აღიჭურვება სოფლის ამბულატორიები, პერსონალს კი საშუალება მიეცემათ მუდმივ რეჟიმში გაეცნონ პროტოკოლებსა და გაიდლაინებს, ინფორმაცია მიიღონ ვაქცინაციებისა და სკრინინგის შესახებ. სოფლის ამბულატორიების ინტერნეტიზაციის და ტექნიკით აღჭურვის საშუალებით, შესაძლებელი გახდება უწყვეტი ონლაინ კომუნიკაცია, როგორც პაციენტებსა და მედიკოსებს, ისე სოფლის ექიმებსა და ცენტრალურ ოფისს შორის. ჯანმო-ს საქართველოს ოფისი მხარს უჭერს ქვეყნის ძალისხმევას გააძლიეროს პირველადი ჯანდაცვა, მოახდინოს ახალი მოდელების დანერგვა, განსაკუთრებით ტელემედიცინის განვითარება, რაც ექიმსა და პაციენტს შორის არსებულ დისტანციას ეტაპობრივად შეამცირებს და შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიღებას გაცილებით უფრო მარტივს გახდის. შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი დახმარების ცენტრი დონორი ორგანიზაციების დახმარებით 1000-მდე სოფლის ამბულატორიის ინტერნეტიზაციას ახორციელებს. გასულ წელს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და აშშ-ის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, სოფლის ექიმებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ონლაინ ფლატფორმა დაინერგა, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)