18:28 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-11 18:11:40, 631 ნახვა

კომენტარი
მიტროპოლიტი ანტონი - ჩვენ გვინდა ადამიანებს მოვუხსნათ შეხედულება, რომ ვაქცინაცია არ განიხილება როგორც ჩიპიზაცია

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონ ბულუხიამ განაცხადა, რომ სინოდის სხდომაზე კორონავირუსის ვაქცინაციის საკითხი განიხილეს.

როგორც ანტონ ბულუხიამ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საპატრიარქოს სურს, რომ ადამიანებს მოუხსნას შეხედულება, თითქოს ვაქცინაცია განიხილება, როგორც ჩიპიზაცია.

„ფაქტობრივად აქ ჩვენ გვინდა ადამიანებს მოვუხსნათ ის შეხედულება, რომ ვაქცინაცია არ განიხილება როგორც ჩიპიზაცია. ეს სუფთა ბიოლოგიური და მედიცინის საკითხია. ჩვენ ვიტყვით ამაზე როგორიც არის საღი აზრი, რათა არ დაბრკოლდებიან ადამიანები ამით. ჩვენ კი არა, თავად გაერო-ს აქვს მიღებული ასეთი რამ, რომ ვინც გაიკეთებს და ვინც არ გაიკეთებს, მათ შორის რაიმე სხვაობა არ იყოს. ასევე ჩვენი მხრიდანაც არ იქნება განსხვავებები, არ იქნება ვინც გაიკეთებს და ვინც არა“, – განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონ ბულუხიამ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics