|
2021-02-11 13:27:14, 416 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი თემქის ხევში საქალაქო პარკის მოწყობის მიზნით დაწყებულ სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი თემქის ხევში საქალაქო პარკის მოწყობის მიზნით დაწყებულ სამუშაოებს გაეცნო. კახა კალაძის თქმით, 22 ჰა ფართობზე, სადაც ადრე მხოლოდ ჭაობი იყო, თანამედროვე სტანდარტების დასასვენებელი პარკი მოეწყობა. „ნაძალადევის რაიონში დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის - საქალაქო პარკის განხორციელება. თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება რეკრეაციული სივრცეების მიმართ, რაც გამოიხატება იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში, არსებულს კი მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ. პირველ ეტაპზე რა სამუშაოებიც მიმდინარეობს, არის მიწის ზედაპირის მოჭრა. რაც დაჭაობებული იყო, მოიხსნება, რის შემდეგაც დაიწყება უშულოდ პარკის მოწყობის სამუშაოები. გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციაც ეს იყო, რომ რაც შეიძლება ბევრი პარკი მოეწყოს ქალაქში იმისთვის, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ და ადამიანებს ჰქონდეთ დასვენების, განტვირთვის შესაძლებლობა. ასეთი პროექტები ყოველთვის მისასალმებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამ ეტაპზე დაჭაობებული გრუნტის გამოცვლა და მედიათეკის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მთლიანობაში კი, 22 ჰექტარზე იგეგმება სკეიტპარკის, სარბენი, სასეირნო და ველობილიკების მოწყობა, ასევე, აშენდება კაფე, მედიათეკა, ბელვედერი; მოეწყობა სპორტული და საბავშვო მოედნები, ამფითეატრი, შინაური ცხოველების სასეირნო სივრცე, ურბანული მეურნეობის ზონა. ამასთან, ტერიტორიაზე გაკეთდება ორი ხელოვნური ტბა, რომელსაც ერთმანეთთან მდინარე დააკავშირებს; დამონტაჟდება განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები. ტერიტორიაზე დაგეგმილია 4764 ძირი ხის, 820 ბალახოვანი მცენარისა და 4640 ძირი ბუჩქის დარგვა, 55 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი დაითესება ბალახი. პარკის მოწყობის სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე.
ზელენსკიმ Wildberry-ზე თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე საპასუხოდ შეაფასა
მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში მომხდარი დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ქვრივიშვილი ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებს ადიდებს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ჯიხურები დაიწვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)