11:04 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-11 10:56:25, 1636 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებული 456 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 129 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 456 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 129 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 787, საიდანაც: 2 083 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 960, აჭარაში - 160, იმერეთში - 448. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 456 პირი, მათ შორის, თბილისში - 188, აჭარაში - 47, იმერეთში - 119. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 129 პირი, მათგან თბილისში - 91, აჭარაში- 7, იმერეთში - 17. 290 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 - თბილისში, 128 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 414 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, ხოლო აჭარაში - 100.

სულ  6 ოქტომბრიდან - 10 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 713 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 886 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 456 პირი, აჭარაში - 684, იმერეთში - 1 380", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ყირგიზეთს მეგობარ სახელმწიფოდ განვიხილავთ, ეს ვიზიტი ისტორიულია
უკრაინა რამშტაინში დამატებით 20 მილიარდ დოლარს მოითხოვს, რათა რუსეთი „კიდევ უფრო მეტად დაიწვას“
ტაილანდის მეფეის უფროსი ქალიშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა
Reuters: შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics