|
2021-02-09 20:29:19, 552 ნახვა
კომენტარი
გენადი არველაძე - 2020 წელს პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე 850-მდე ექსპორტიორმა გაიტანა
„პანდემიური ვითარების მიუხედავად, ევროკავშირის ბაზარზე 26 პროცენტით გაიზარდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი”, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ განაცხადა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2020 წელს ევროკავშირის ბაზარზე პირველად განთავსდა საქართველოში წარმოებული თევზის პროდუქტი. ასევე მალე განხორციელდება გერმანიასა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებში საქართველოში წარმოებული ცხოველთა საკვები - აღნიშნულმა პროდუქტმა ევროკომისიის მხრიდან აღიარება 2020 წელს მოიპოვა. გენადი არველაძის განცხადებით, 2020 წელს ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოდან ღვინის, მინერალური წყლების, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვების ექსპორტი. „2020 წელს 850-მდე ექსპორტიორმა გაიტანა პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე. ეს მიუთითებს იმას, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ექსპორტიორი და საექსპორტო პროდუქცია ითვისებს ევროკავშირის ბაზარს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ისეთი პროდუქტების აღიარების მიმართულებით, როგორიცაა აქვაკულტურა და დედა-ფუტკარი, როგორც ცხოველური წარმოშობის საექსპორტო პროდუქცია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ევროკომისიის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ხელისუფლების მიერ 2020 წელს განხორციელებულ რეფორმებს. მისი თქმით, ევროკომისიის წარმომადგენელთა მხრიდან ასევე გამოითქვა მზაობა, რომ გაგრძელდება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, რათა რეფორმები უწყვეტ რეჟიმში განხორციელდეს.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)