|
2015-10-05 10:49:26, 590 ნახვა
პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილებას იჩერებს
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი უფლებამოსილებას იჩერებს. ამის შესახებ დვალმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დვალის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამო მიიღო. კერძოდ, ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის” დირექტორი სულხან ქობულაძე მას ცემაში ადანაშაულებს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. დავით დვალის თქმით, უფლებამოსილებას სწორედ, გამოძიების დასრულებამდე იჩერებს. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დავით დვალის მოადგილე, ნიკოლოზ ლატარია შეასრულებს. შეგახსენებთ, ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის” დირექტორმა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ცემაში დაადანაშაულა. მისი თქმით, დვალთან დაპირისპირება “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულმა პოსტმა გამოიწვია, რომელშიც მან საკრებულოს თავმჯდომარე ყვარყვარიზმის მიმდევრად მოიხსენია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)