|
2021-02-03 16:05:21, 507 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ინდოეთთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ვაჭრობისთვის, არამედ ტურიზმისთვისაც
ინდოეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მომზადებულმა მიზანშეწონილობის კვლევამ გამოავლინა ძალიან პოზიტიური სურათი, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალ ვაჭრობას პოზიტიური ეფექტი ექნება ორივე ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. „როგორც იცით, შედგა შეხვედრა ინდოეთის ელჩსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც საუბარი შეეხო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. პირველ რიგში, ორივე მხარემ მიზანშეწონილობის კვლევა მოვამზადეთ, რომელმაც გამოავლინა ძალიან პოზიტიური სურათი, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალ ვაჭრობას ძალიან დიდი პოზიტიური ეფექტი ექნება როგორც საქართველოსთვის, ასევე ინდოეთისთვის. უკვე გავცვალეთ ამ შეთანხმების ტექსტი და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში უშუალო მოლაპარაკებაზე გადავალთ. მოლაპარაკების პირველი რაუნდი აქამდეც დაგეგმილი იყო, უბრალოდ პანდემიამ შეგვიშალა ხელი და ახლა ვფიქრობთ, რომ უკვე აქტიურ ეტაპზე გადავალთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, ინდოეთთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ვაჭრობისთვის, არამედ იგივე ტურიზმისთვის და ინდოეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, საიდანაც მაღალმხარჯველიან ტურისტებს ველოდებით. „გუშინ შევხვდით ტუროპერატორებს, გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა 20-მდე კომპანიასთან პირადად მე და ტურიზმის ადმინისტრაციას. მათ დაასახელეს ქვეყნები, საიდანაც უკვე ამ ეტაპზე ელოდებიან საკმაოდ მაღალმხარჯველი კატეგორიის ტურისტებს და მათ შორის ერთ-ერთი ინდოეთია. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყება და წარმატებით დასრულება კი, რისი დიდი იმედიც გვაქვს, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)