19:24 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 00:26:53, 496 ნახვა

მსოფლიო
ლატვია და ლიეტუვა ევროკავშირს მოუწოდებენ რუსეთს ნავალნის პატიმრობის გამო, სანქციები დაუწესონ

ლატვია და ლიეტუვა ევროკავშირს მოუწოდებენ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დააწესოს.
"ევროკავშირსა და რუსეთს შორის დიალოგი ახლა მხოლოდ სანქციების ენით არის შესაძლებელი" - თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
მისივე თქმით, თუ კავშირი არ იჩქარებს, ლიტვა ეროვნული სანქციების დაწესებას განიხილავს.
ევროკავშირსა და ევროსაბჭოს მოქმედებისკენ მოუწოდებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.
„ევროკავშირმა უნდა დააწესოს სანქციები, ევროპის საბჭომ უნდა იმოქმედოს, რადგან ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილების დარღვევა“, – წერს ლატვიელი დიპლომატი „ტვიტერში“. 

შეგახსენეთ, ცოტახსნის წინ, ალექსეი ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიესაჯა. 
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გერმანიიდან დაბრუნების თანავე რუსეთში აეროპორტში დააკავეს.

რუსი ოპოზიციონერის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთის 100-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics