19:48 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-30 18:12:23, 497 ნახვა

საზოგადოება
ნოტარიუსთა პალატის საერთო კრებაზე დავით ფუტკარაძემ ნოტარიუსები დააჯილდოვა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ საერთო კრებაზე ნოტარიატის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მოქმედ ნოტარიუსებს ,,საპატიო ნოტარიუსის" და  ,,დამსახურებული ნოტარიუსის" წოდება მიანიჭა. 

,,საპატიო ნოტარიუსის" წოდება მიენიჭა ნოტარიუსებს:  ნარგიზა ჯანხოთელს,  მარიკა გოგოლაძეს,  თინათინ დევდარიანს და  ოთარ ზოიძეს.

,,დამსახურებული ნოტარიუსის" წოდებით კი დაჯილდოვდნენ შემდეგი ნოტარიუსები: ლამარა დიდებაშვილი, რიმა ზურაბიანი, ზაირა ცარციძე, თამარ ონიანი, ლია ირემაძე, ელისო ყურაშვილი, ლიანა მინაძე, ამირან ჯამბურიძე, ლია ვადაჭკორია, ქეთევან ჭაფოძე, მანანა ჯიქია, თამილა გოგატიშვილი და მერაბ ფარჯიკია.

ნოტარიუსებს, რომლებსაც ზღვრული ასაკის გამო შეუწყდათ უფლებამოსილება, ნოტარიატში მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

ნოტარიუსთა საერთო კრებაზე ფიცი დადეს ახალდანიშნულმა ნოტარიუსებმაც. იუსტიციის მინისტრის ინიციატიცვით დაწყებული ნოტარიატის რეფორმის ფარგლებში,  2020 წელს დაინიშნა 4 ნოტარიუსი ისეთ რეგიონებში, რომლებიც მანამდე მოკლებული იყო სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics