19:59 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-29 15:47:25, 605 ნახვა

საზოგადოება
დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით გრანტები გადაეცათ

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ.

სამშობლოში დაბრუნებულმა მიგრანტებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.

სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

პროგრამის მთავარ მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების  რეინტეგრაციის ხელშეწყობა და  მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 160-მდე მიგრანტი უკვე დაფინანსდა და ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics