|
2021-01-29 13:37:14, 585 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს მსოფლიოში ვაქცინების სერიოზული დეფიციტია
დღეს მსოფლიოში ვაქცინების სერიოზული დეფიციტია, - ამის შესახებ დაავადებათ კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინის მიწოდებაში არის არასამართლიანობაა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტმა განიხილა. „56 ქვეყანაში 82 მილიონი ადამიანია აცრილი გლობალურად. ეს არის ძირითადად მდიდარი ქვეყნები. აქედან ყველაზე დიდი მაჩვენებლი აქვს შტატებს, 25 მლნ ადამიანი ჰყავს აცრილი. ევროკავშირს მხოლოდ 10 მილიონი. სიახლე გახლავთ ის, რომ დიდ ბრიტანეთში ახალი ვაქცინის კვლევა დამთავრდა. „ნოვავაქსი“ ამერიკული კომპანიაა, რომელსაც ასევე ინოვაციური ვაქცინა აქვს და იწარმოება აშშ-ში. სხვა ვაქცინებთან ერთად თანდათან კიდევ ერთი ვაქცინა დაინერგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოში ვაქცინების სერიოზული დეფიციტია. ერთ-ერთი მთავარი რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტზე განიხილებოდა ეს იყო ვაქცინის მოწოდება, სადაც ითქვა რომ არასამართლიანობაა მის მიწოდებაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)