|
2021-01-29 13:26:32, 615 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადებითობის მაჩვენებელი დღეს ყველაზე ნაკლებია და 3.5%-ს შეადგენს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი, ბოლო სამი თვის განმავლობაში, დღეს ყველაზე დაბალია და 3.5%-ს შეადგენს. მისი თქმით, დადებითობის მაჩვენებელმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 4.7% შეადგინა. „ახალი შემთხვევების კლების დინამიკა გრძელდება. ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად ჟღერდება, დღეს არის ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ნაკლები, 3.5%. ბოლო 7 დღეში გვაქვს 4.7%, ხოლო 14 დღეში 5.8%. განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ ბოლო 7 და 14 დღის მაჩვენებელს სტაბილიზაციის თვალსაზრისით. ზოგადად, იანვარში არის 8% და ბოლო 30 დღის განმავლობაში 8.4%. 23 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე დადებითობის მაჩვენებელი გვქონდა 19%. 6-19 ნოემბერი - 24%. 20 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე იყო პიკი და გვქონდა 30%, თითქმის ყოველი მესამე გატესტილი იყო ინფიცირებული. შემდეგ 4-7 დეკემბერი გვქონდა 22%. 18-31 დეკემბერი - 14.5%, 1-14 იანვარი - 10.5% და 15-28 იანვარი - 5.8%“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)