2021-01-26 14:22:46, 770 ნახვა
ეკონომიკა
ტურიზმის სექტორი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას მართავს
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას მართავენ.
ბიზნესის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ზამთრის კურორტების და სხვადასხვა სექტორის გახსნას ითხოვენ.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები შეხვედრაზე მთავრობის წევრებს შეზღუდვების შემსუბუქების საკუთარ გეგმას წარმოუდგენენ.
„ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზებაა, რომ გავხსნათ სახმელეთო გზები და საზღვრები ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებსაც აქვს უკვე იმუნიტეტი გამომუშავებული. შესაბამისად, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ჩვენთვის და ჩვენც არ შევუქმნით მათ საფრთხეს. ეს იქნება უბრალოდ ფულის შემოდინება საქართველოში. გაურკვეველია, რატომ არ მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება. იმედი გვაქვს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ რაიმე გადაწყვეტილება შეიცვლება“, - განაცხადა კომპანია Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,