|
2021-01-25 19:27:01, 648 ნახვა
კომენტარი
იაგო ხვიჩია - ნიკა მელიამ დამირეკა, მომეჩვენა, რომ დამემუქრა
ნიკა მელიამ დამირეკა, მომეჩვენა, რომ დამემუქრა, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, თუ ეს მართლა მუქარა იყო, მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რომ იარაღის ტარების ნებართვა ჰქონდეს. „დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა, სამწუხაროდ. მე მომეჩვენა, რომ დამემუქრა კიდეც. ამიტომ მინდა, თქვენი მეშვეობით გავარკვიო, მართლა მემუქრება ნიკა მელია, თუ ზოგადად გაბრაზებულზე იცის ასეთი ლაპარაკი. მე მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად. ჩემზე მორევა შეუძლია. მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება. თუ ეს მართლა მუქარაა და მემუქრება ბატონი მელია და დაადასტურებს თქვენი ეთერით, მე უნდა მივმართო საქართველოს პარლამენტს, თუ ვისაც არ უნდა იყოს, იმას, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს, რადგან მურუსიძის სასამართლოს იმედად და პოლიციაში ხომ არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს. მე ასეთი ადამიანი არ ვარ, ამ სასამართლოში არ ვუჩივლებ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)