|
2021-01-20 09:24:53, 555 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ვაშინგტონში დღეს, თბილისის დროით, 21:00 საათზე გაიმართება. ფიცს უზენაესი მოსამართლის წინაშე ჯო ბაიდენამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი დადებს, რომლის ინაუგურაციაც დღეს გაიმართება. ღონისძიებას, რომელიც კორონავირუსის გამო ნაკლებად მასშტაბური იქნება, 1 000-მდე სტუმარი დაესწრება. როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ღონისძიებაზე იქნება ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მეუღლესთან, კარენ პენსთან ერთად, ასევე ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიშელ ობამასთან, ბილ და ჰილარი კლინტონები, ჯორჯ და ლაურა ბუშები. აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შემდეგ, შექმნილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, ინაუგურაციის დროს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იქნება მიღებული და დედაქალაქში 25 000-მდე ჯარისკაცი იქნება განთავსებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)