|
2021-01-19 11:41:42, 1129 ნახვა
მსოფლიო
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავების ფაქტს ეხმაურება. კომიტეტი რუსეთის ხელისუფლებას ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს. „რუსეთის ხელისუფლების მიერ ალექსეი ნავალნის დაპატიმრება მიუღებელია. ეუთოს ტერიტორიაზე ნებისმიერი მთავრობის პოლიტიკურ ოპონენტებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეასრულონ ეუთოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები და შეაჩერონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. ბატონი ნავალნის პოლიტიკური პროგრამა ამომრჩეველმა უნდა შეისწავლოს და არა პროკურორებმა“, - აღნიშნულია ეუთო/ოდირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც ორი დღის წინ ჩავიდა აეროპორტშივე დააკავეს. მას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)