01:08 - 07 Jul, 2026
|
2021-01-18 21:29:55, 634 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტი ალექსეი ნავალნის საკითხზე 19 იანვარს იმსჯელებს
ევროპარლამენტი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის რუსეთში დაკავების საკითხზე 19 იანვარს იმსჯელებს. აღნიშნულის შესახებ „ტვიტერის“ პირად გვერდზე რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ ჟოზვიაკი წერს. „ევროპარლამენტმა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე დაამატა დებატების კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ალექსეი ნავალნის საქმეს უკავშირდება. რეზოლუციას თემაზე, სავარაუდოდ, ხუთშაბათს უყრის კენჭს", - წერს რიკარდ ჟოზვიაკი. შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც ქვეყანაში გუშინ ჩავიდა აეროპორტშივე დააკავეს და დღეს მას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)