|
2021-01-18 18:08:39, 970 ნახვა
მსოფლიო
გადით გარეთ, ბუნკერის ქურდებს ყველაზე მეტად ამის ეშინიათ - ალექსეი ნავალნი ხალხს ქუჩის პროტესტისკენ მოუწოდებს
ალექსეი ნავალნი ხალხს გარეთ გასვლისკენ და პროტესტისკენ მოუწოდებს, - აღნიშნულის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა, ვიდეომიმართვაში განაცხადა. "რისი ეშინიათ ამ ბუნკერის ქურდებს ყველაზე მეტად, თქვენ თავადაც კარგად იცით, რომ ეს არის ქუჩაში გასვლა და პროტესტი, რადგან ეს არის მთავარი პოლიტიკური ფაქტორი, რომლის იგნორიც არ შეიძლება. ამიტომ, არ შეგეშინდათ, გადით გარეთ, არა ჩემს გამო, არამედ საკუთარი თავებისა და მომავლის გამო", - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ ვიდეომიმართვაში. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, რუს ოპოზიციონერს ხიმკის პოლიციის განყოფილებაში, 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. 17 იანვარს რუსმა სამართალდამცავებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. როგორც ქვეყნის ფედერალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ნავალნის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)