|
2021-01-18 16:51:53, 685 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ 21-ე საუკუნე აზიის საუკუნე იქნება
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, 21-ე საუკუნე აზიის საუკუნე იქნება. ამის შესახებ Anadolu წერს. „მე-19 და მე-20 საუკუნეები ევროპისა და ამერიკის საუკუნეები იყო. შესაბამისად, დღეს ყველა მონაცემი იმაზე მიანიშნებს, რომ 21-ე საუკუნე აზიის საუკუნე იქნება“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ თურქეთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა საბჭოს (DEIK) მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ შეხვედრაზე, სადაც თურქეთსა და აზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობის გაზრდის ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში თურქეთსა და აზიას შორის კავშირი კვლავ გრძელდება. „პანდემიის პერიოდში ჩვენ მხარს ვუჭერთ აზიის 33 ქვეყანას და ვაქცინაციისთვის სამედიცინო მასალები შევიძინეთ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ჩინეთი და იაპონია“, - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)