|
2021-01-18 14:08:33, 591 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიის პრეზიდენტი - ვგმობ ალექსეი ნავალნის დაკავებას
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, იგი ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას გმობს. ურსულა ფონ დერ ლეიენი მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი. „მე ვგმობ ალექსეი ნავალნის დაკავებას რუსეთის ხელისუფლების მიერ. მათ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ის და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება. პოლიტიკური ოპონენტების დაკავება ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს", - აღნიშნავს ევროკომისიის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს რუსმა სამართალდამცავებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. როგორც ქვეყნის ფედერალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ნავალნის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)