|
2021-01-18 11:36:58, 1141 ნახვა
მსოფლიო
შარლ მიშელი რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „შერემეტიევოს“ აეროპორტში ალექსეი ნავალნის დაკავებას ეხმაურება. მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. „ალექსეი ნავალნის დაკავება მიუღებელია. რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი“, - წერს შარლ მიშელი. შეგახსენებთ, რომ 17 იანვარს რუსმა სამართალდამცავებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. როგორც ქვეყნის ფედერალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ნავალნის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)