|
2021-01-18 09:49:51, 606 ნახვა
მსოფლიო
მაიკ პომპეო - ვითხოვთ ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავებას გქმობს და მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში. „შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შესახებ. სერიოზული შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ მისი დაკავება იმ დამოუკიდებელი ხმების გაჩუმების მცდელობებს წარმოადგენს, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულები არიან. რუსი ხალხი, ისევე როგორც ყველგან, იმსახურებს მთავრობას, რომელიც მხარს უჭერს იდეების ღია გამჭვირვალობს, ანგარიშვალდებულ მმართველობას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და სიტყვისა და შეკრების ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატისთვის, რომლებიც ცდილობენ კონკურენციას გაუწიონ საარჩევნო პროცესს. ალექსეი ნავალნი პრობლემა არ არის. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)